თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს პნევმონია აქვს, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია.
ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია განუვითარდათ, საშუალო სიმძიმისაა.
დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია,
„მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქად გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.