საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
რაც ეხება სამუშაო სივრცეს, იგი ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ დასუფთავებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესაბამისად.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს ყველა ღონისძიებას, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის განხორციელდა თანამშრომელთა ინფორმირება ვირუსის პრევენციის მიზნით პირადი ჰიგიენისა და საერთო სამუშაო სივრცის მოვლის შესახებ.