ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსი ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.
ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება მთელი ევროპის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული მატება აღინიშნება იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.
იტალია - 10 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 631 პაციენტი.
ესპანეთი - 1,689 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 36 პაციენტი.
გერმანია - 1200 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 2 პაციენტი.
შვეიცარია - 476 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 3 პაციენტი.
დიდი ბრიტანეთი - 382 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 6 პაციენტი.
ნიდერლანდები - 382 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 6 პაციენტი.
დღესვე, ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ. ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 267 შემთხვევაა აღრიცხული.