კენიაში ბრაკონიერებმა ორი უიშვიათესი, გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი, თეთრი ჟირაფი მოკლეს. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, რეინჯერებმა მოკლული თეთრი ჟირაფის და მისი ნაშიერი ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში, სოფელ გარისაში იპოვეს.
კენიაში დაფიქსირებული მესამე თეთრი ჟირაფი ჯერჯერობით ცოცხალია. ვარაუდობენ, რომ ის უკანასკნელია ამ სახეობაში.
ბრაკონიერები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. უცნობია მათი მოტივიც.
თეთრი ჟირაფების არსებობის შესახებ მსოფლიოსში ხმები 2017 წელს გავრცელდა, როდესაც ისინი პირვეად დააფიქსირეს ფოტოკამერებმა.
ჟირაფების თეთრი ფერი განპირობებულია ლეიკიზმით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის უჯრედებს არ აქვთ პიგმენტაციის უნარი.
ალბინიზმსა და ლეიკიზმს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ლეიკიზმი ალბინიზმისაგან განსხვავებით გამოწვეულია ორგანიზმში ყველა ტიპის პიგმენტაციის არ არსებობის გამო.
ალბინოსებს წითელი ფერის თვალები აქვთ, როდესაც ლეიკოზიან ცხოველებს ღია ფერის თვალები აქვთ, ძირითადათ ცისფერი.