კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. იუწყება ადგილობრივი გამოცემა Daily Sabah-ი.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ხოჯას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპიდან.
მისივე თქმით, პაციენტის ოჯახის წევრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
მინისტრმა დაარწმუნა მოსახლეობა, რომ თურქეთი მზად არის კორონავირუსის გასამკლავებლად.
"ვირუსი ჯერ კიდევ არ არის იმდენად ძლიერი, რომ გაუმკლავდეს თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს", - განაცხადა ფაჰრეთინ ხოჯამ.