ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 168 ადამიანი გარდაიცვალა.
ამრიგად, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა იტალიაში 631-ს მიაღწია.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 1 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.
ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.
3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია სულ 9170 ადამიანი, 463 გარდაიცვალა, 724 გამოჯანმრთელდა.