დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს კორონავირუსის სწრაფ ტესტებს საჩუქრად გადასცემს
“საუბარია, რომ ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია, გუშინ მივიღე მე ეს წერილი, გადმოგვცემს საჩუქრად. დაახლოებით ათას ტესტზეა საუბარი, მაგრამ ეს ტესტები არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად", - თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.