იტალიიდან საქართველოში 156 მოქალაქე დაბრუნდა. რომიდან საქართველოს მოქალაქეების „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩამოიყვანა.
გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
მიუხედავად ამისა, რომ მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა, პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინს გაივლის.
„მგზავრები ორ ბორტზე არიან განაწილებული, ეს განაწილებაც მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არც ერთს აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა შემოსვლის სკრინინგი, იქნება თერმული შემოწმება, ასევე ეპიდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის ორ კვირიან კარანტინს, როგორც ეს განსაზღვრულია უკვე სავალდებულოდ მთავრობის განკარგულებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.