რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს სასულიერო პირებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მოინახულონ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პაპის განცხადებით, ის ლოცულობს, რათა სასულიერო პირებმა მოიკრიბონ გამბედაობა, ეწვიონ კორონავირუსით დაავადებულებს, გაამხნევონ ისინი და სამედიცინო პერსონალსა და მოხალისეებს დახმარება აღმოუჩინონ.
რომის პაპის ეს მოწოდება ეწინააღმდეგება იტალიის ხელისუფლების ოფიციალურ რეკომნდაციებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები უნდა მოერიდონ კორონავირუსით დაავადებულებთან კონტაქტს.
აღსანიშნავია, რომ ვატიკანმა წმინდა პეტრეს მოედანი და ბაზილიკა ტურისტებისთვის დახურულად 3 აპრილამდე გამოაცხადა.