კორონავირუსის გამო გაუქმდა პრეზიდენტის ვიზიტები ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში. იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
"მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს", - ნათქვამია განცხადებაში.