? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
✅ მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში 2020 წლის 5 მარტიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.
09 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.3-ჯერ, ქ. რუსთავში - 3-ჯერ და ქ. ბათუმში - 2.5-ჯერ.
✅ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს უწყვეტ მონიტორინგს და ინფორმაციას აცნობებს საზოგადოებას.