მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული. იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით ხანძრის კერები ნარჩუნდება ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.
ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.
ფოტო: არქივი/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური