თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში, 30 პაციენტი იმყოფება.
მისი თქმით, გუშინდელი დღის განმავლობაში ინფექციურ კლინიკაში ორ ეტაპად, 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ყველა მათგანთან პასუხები უარყოფითი იყო.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 15-ს არ აღემატება.