იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-დან 463-მდე გაიზარდა. იუწყება BBC-ი საერთაშორისო სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში სავალდებულო კარანტინი გამოცხადდა.
საკარანტინო ზონაში მცხოვრებ დაახლოებით 16 მლნ ადამიანს გამგზავრებისა და კარანტინის დატოვებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა კინოთეატრები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები და სამთო კურორტები.
შეწყდება საქორწილო, რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებები.
გავრცელებული ცნობით, კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ და დაიცვან საკარანტინე პირობები. კარანტინის დამრღვევი შესაძლოა 3 თვით ციხეში აღმოჩნდეს.