კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში. იუწყება Deutsche Welle.
იუწყებიან, რომ გარდაცვლილია ორი პაციენტი, ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ესენში, მეორე კი ჰეინსბერგის ოლქში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატში.
ესენში გარდაცვლილი პაციენტი 89 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 3 მარტს დაუსვეს.
რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ეგვიპტეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელიც ტურისტად იმყოფებოდა ქვეყანაში.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 1,112 ადამიანი.