✅ აზიის განვითარების ბანკის მოწვევით თბილისს გამოცდილების გაზიარების მიზნით ერევნის მერის პირველი მოადგილე ჰრაჩია სარგსიანი ესტუმრა. დელეგაციას თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა და მერიის ტრანსპორტის გუნდმა ტრანსპორტისა და ურბანული მობილობის კუთხით თბილისის მიღწევები და გამოწვევები გაუზიარა, რომელიც ADB-სა და აზიის ქალაქების განვითარების ინიციატივის, CDIA-ის ხელშეწყობით განხორციელდა.
✅ მდგრადი ურბანული განვითარების ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში, ADB-სა და CDIA-ის ხელშეწყობით, ერევნის მუნიციპალიტეტი ქალაქის ავტობუსების დეპოსა და მუნიციპალური სერვისების განახლებას გეგმავს.
✅ დელეგაცია ასევე ესტუმრა ADB-ის დაფინანსებით აშენებულ მეტროსადგურ "უნივერსიტეტს" და ქალაქის სხვა სატრანსპორტო კვანძებს.