კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კატარის ხელისუფლებამ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ვიზიტები აკრძალა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს კატარის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვა შეეხებათ შემდეგი ქვეყნიდან კატარში შესვლის მსურველ მოქალაქეებს: ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ლიბანი, ნეპალი, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, შრი ლანკა, სირია, ტაილანდი, ბანგლადეში.
"9 მარტიდან კატარის სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან კატარში მომავალ პირებს, მიუხედავად მოქალაქეობისა და კატარში ბინადრობის უფლებისა, დროებით ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა. ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ლიბანი, ნეპალი, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, შრი ლანკა, სირია, ტაილანდი, ბანგლადეში", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Qatar Airways-მა, ქვეყნის ეროვნულმა გადამზიდავმა შეაჩერა ფრენები იტალიაში.
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.