კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო, უხანში დროებითი კლინიკების დახურვას იწყებენ. იუწყება ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ამჟამად უხანის ტერიტორიაზე მოქმედი 16 დროებითი კლინიკიდან 11 დაიხუროს.
დრობითი კლინიკები მოწყობილი იყო მოედნებზე, სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ.
ახალი კორანვირუსული შემთხვევების რიცხვი ჩინეთში სტაბილურად შემცირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 80 904 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 3 123 პაციენტი.