საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.
მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული ესპანეთიდან შემოვიდა. მეორე პაციენტს კი ვირუსი 44 წლის მამაკაცისგან გადაედო, რომელიც მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.