იტალიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ სალვატორე ფარინას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
გენერალ ფარინას თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.
გენერალმა მადლობა გადაუხადა იტალიის არმიის სამხედროებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციასთან გამკლავებისთვის მუშაობენ.
შეგახსენებთ, იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში კარანტინი გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 230 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.