ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 100 წლის კაცი განიკურნა და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. იუწყება CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, უხანის მკვიდრი 100 წლის კაცი ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.
პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით, კლინიკაში 24 თებერვალს მოათავსეს. მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.
როგორც იუწყებიან, კაცის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ჩინელმა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ამისთვის მკურნალობის სხვასხვა მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის ჩინური მედიცინა.
მანამდე სააგენტო Xinhua 98 წლის ჩინელი ქალის კორონავირუსისგან განკურნების შესახებ იუწყებოდა.