ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ, პოლიტიკურ შეთანხმებას კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება.
კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს.
"ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღწული შეთანხმების გამო. დემოკრატია რთული საქმეა, მაგრამ ამად ღირს.
სპიკერი თალაკვაძე და სხვები მადლიერებას იმსახურებენ გაწეული სამუშაოსთვის. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება", - წერს კინზინგერი.