ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალება უნდა მომეცეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
მისი თქმით, ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტმატიმრების ნაწილის გამოსვლა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს, და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური, პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ გავანგრევთ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება და შეტევა, გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“ ,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.