ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისად, ქვეყანაში დაავადების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 233 ადამიანს მიაღწია.
როგორც იუწყებიან, დაღუპულთა ასაკი 62-დან 95 წლამდე მერყობს, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 5 883-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 589 პაციენტი.