საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"50%-ი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა და დადასტრულებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლიან საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმონ.
ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილია.
ახლა ჩვენთან სულ იმყოფება 12 დადასტურებული შემთხვევა. ამ 12-დან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. რაც შეეხება ნიკა გამყრელიძეს ის ამ სამიდან ერთ-ერთია", - განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია ინფიცირებული.