აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8 საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა. იუწყება აჭარის ტელევიზია.
დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძე არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძე მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.
დირექტორი ამბობს, რომ რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. მას მეორე მხარის განმარტებების შესახებ, ბრძანებაში არაფერი უწერია.
დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.
