ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისად, ქვეყანაში დაავადების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 197 ადამიანს მიაღწია.
როგორც იუწყებიან, დაღუპულთა ასაკი 62-დან 95 წლამდე მერყობს, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
გარდაცვალების უმეტესი შემთხვევა ლომბარდიის რეგიონის ჩრდილოეთით დაფიქსირდა - 135 ადამიანი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3 916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი.