ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ საკანონმდებლო აქტს კორონავირუსთან საბრძოლველად 8.3 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ.
მანამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უმრავლესობით მიიღეს აღნიშნული საკანონმდებლო აქტი.
დონალდ ტრამპმა კონგრესს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, მაგრამ კანონმდებლების გადაწყვეტილებით დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"კონგრესისგან 2.5 მლრდ დოლარი მოვითხოვე და 8.3 მლრდ დოლარი მივიღე, მოდით ავიღებ ამ თანხას", - თქვა დონალდ ტრამპმა საკანონმდებლო აქტზე ხელის მოწერისას.
თანხა აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
გამოყოფილი სახსრებიდან 3 მლრდ დოლარი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას, კვლევებსა და გამოცდას მოხმარდება. 2,2 მლრდ დოლარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა, ხოლო 1 მლრდ დოლარი სამედიცინო აღჭურვილობისა და მზადყოფნის სხვა ღონისძიებებისთვის.