კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პერუში. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვიზკარამ მიაწოდა.
მისი თქმით, პაციენტი 25 წლის მამაკაცია, რომელიც ესპანეთში, საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა დაარწმუნა მოსახლეობა, რომ პერუ მზად არის კორონავირუსთან გასამკლავებლად.
ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.