საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსმა საფრანგეთში სულ 6 ადამიანი იმსხვერპლა.
დღესვე საფრანგეთმა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 92 შემთხვევა დაადასტურა. სულ შემთხვევათა რაოდენობა 377-ია.