კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკაში. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესკომუნიკეშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით პაციენტი 38 წლის კაცია, რომელიც მეუღლესთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.
კორონავირუსით ინფიცირებულმა მოგზაურობიდან დაბრუნებიდან ორ დღეში მიმართა ციებ-ცხელების, თავის ტკივილისა და ხველების სიმპტომებით.
ამჟამად მიმდინარეობს იმ პირთა იდენტიფიცირება ვისთანაც პაციენტს ჰქონდა კონტაქტი.