ამერიკული სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკლამებს უფასოდ განათავსებს.
მისივე თქმით, Facebook-ი იმდენ რეკლამას განათავსებს უანგაროდ, რამდენიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დასჭირდება.
გარდა ამისა, უფასო სარეკლამო განთავსებებს Facebook-ი ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრსა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებსაც შესთავაზებს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ Facebook-ი დაბლოკავს და გვერდიდან წაშლის ყველა იმ ყალბ ინფორმაციას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის დათესვასა და გავრცელებას უწყობს ხელს.