კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის ხელსიუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, საგანმანათლებლო დაწესებულებები 20 მარტამდე დაიხურება.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 922 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 92.