საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელთა პარტიიდან, დენ ქრენშუოც ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დენ ქრენშოუ მეშვიდე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკანონმდებლო აქტს მიემხრო. მანამდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონგრესმენებმა - ბრაიან ბაბინმა, ჩარლზ ფლიშმანმა, რენდი ვებერმა, პიტ ოლსონმა, უილ ჰარდმა, ბილ ფლორესმა.
დენ ქრენშოუ ვეტერანი და წარმომადგენელთა პალატის წევრია ტეხასის შტატის მეორე ოლქიდან.
საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ თავდაპირველად კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ახსენა.
გახარიასადმი მიწერილ წერილში კონგრესმენი მალინი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდა.
მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა და წარადგინა.