ამერიკული სოციალური ქსელის Facebook-ის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც იუწყებიან კორონავირუსით ინფიცირებული ვაშინგტონის შტატში, სიეტლის ოფისში მუშაობდა.
სოციალური ქსელის განცხადებით, სიეტლის ოფისი 9 მარტამდე დაიხურება და თანამშრომლებს მოუწოდებენ, თვის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა.
ამ დროისთვის, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, 16 სხვადასხვა შტატში 150-მდე ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, გარდაიცვალა 11 პაციენტი.
კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს კალიფორნიის, ვაშინგტონისა და ფლორიდის შტატებმა.