საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პაციენტი საქართველოში კვირას იტალიიდან ჩამოვიდა, ხოლო მაღალი ტემპერატურის გამო ინფექციურ საავადმყოფოს გუშინ მიმართა.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი - იტალიაში.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.