თავდაცვის უწყებაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები წესდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.
ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ.
მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.
გადაიდო ან გაუქმნდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც.