კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურა.
საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ ეტაპზე მარტის შუა რიცხვებამდე შეწყვეტენ სწავლას.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 2502 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 79.