8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება XX საუკუნის გამოჩენილი მსახიობის, რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის აკაკი ვასაძის წიგნების _ "მოგონებები, ფიქრები~ _ გაყიდვა-პრეზენტაცია (წიგნი I-II, მეორე შევსებული გამოცემა).
ეს არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული, დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ამავე უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრში~ მომზადდა დასაბეჭდად. წიგნის რედაქტორია პროფესორი, თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი ვასილ კიკნაძე; წიგნების შემდგენელ-რედაქტორი მაკა ვასაძე.
პროფესორი ვასილ კიკნაძე აღნიშნავს, რომ ნაშრომი სახელმძღვანელო მრავლის მიმცემია არამხოლოდ პროფესიონალთათვის.