საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ მდგომარეობას.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის და მისმა საერთო ქულამ 61 (100-დან) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2 ქულით ნაკლებია.
გასული წლის ანგარშში საქართველოს 63 ქულა ჰქონდა.
100-ქულიან შეფასების სისტემაში, 100 ქულა საუკეთესო შედეგია, რომელიც ფინეთს, შვედეთსა და ნორვეგიას აქვს მინიჭებული.
ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
