მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მლრდ დოლარი გამოყო. იუწყება BBC-ი.
აღნიშნული თანხა გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რათა მათ ეფექტურად მოახერხონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა.
როგორც იუწყებიან, გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა ითვალისწინებს იაფ სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას.
ფინანსური დახმარების გამოყოფა მოხდა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ლიდერები ცდილობენ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკა დაიცვან კორონავირუსის ნეგატიური გავლენებისგან.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყნებს, გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეაგირება კრიზისზე, ასევე იმუშაონ კერძო სექტორთან ეკონომიკური გავლენის შემცირების მიზნით.
მანამდე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ კორონავირუსმა შესაძალოა ეკონომიკის რეცესია მოახდინოს.