კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალურ ქსელის Twitter-ის ადმინისტრაცია თანამშრომლებს სახლიდან მუშაობას სთავაზობს.
სოციალური მედიის გიგანტმა კომპანიამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ დისტანციური მუშაობა სავალდებულოა ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში არსებულ ფილიალებში დასაქმებული პერსონალისთვის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია "წაახალისებს" თავის 5000-მდე თანამშრომელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დისტანციურად იმუშაონ.
Twitter-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ "ჩვენი მიზანია, შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების ალბათობა ჩვენთვის და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსთვის".
მანამდე Twitter-მა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გააუქმა.