ვატიკანმა მწვავედ გააკრიტიკა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მედიცინის დარგში ბრიტანელ ემბრიოლოგს რობერტ ედვარდს პრემია გადაეცა. მეცნიერი ცნობილი გახდა ეკსტრაკორპორალური განაყოფირების შემდეგ.
კარდინალ კარასკო დე პაულას თქმით, ედვარდსის გამოგონების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაში სიკვდილიანობის თავიდან აცილება. ვატიკანი ხელოვნურ განაყოფიერებას "მორალურ დანაშაულად" მიიჩნევს.
მოცემული მეთოდის განსაკუთრებულება იმაში მდგომარეობს, რომ ქალის კვერცხუჯრედი სინჯარაში ნაყოფიერდება, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში თავსდება. აღნიშნული მეთოდი პირველად 1957 წელს გამოიყენეს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. თუმცა სამი წლის შემდეგ უშვილო ბრიტანელ წყვილს სინჯარაში ჩასახული გოგონა შეეძინა.
ეკსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდიკამ რელიგიური წრეების მხრიდან მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ეკლესია ადამიანური სიცოცხლის შექმნის პროცესში მსგავსმა ჩარევამ აღაშფოთა. ამის გარდა, იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი სიცოცხლისუუნარო ემბრიონების მოცილებას ითვალიწინებს, ეკლესიამ ექიმები ბავშვების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა