გერმანიაში მთავარი წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ლაიფციგის წიგნის ბაზრობის წლევანდელი ღონისძიება გაუქმებულია კორონავირუსის შიშის გამო.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა, სიდიდით მეორე გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ.
წელს, 12-15 მარტს დაგეგმის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეცხრედ უნდა წარმდგარიყო.
ქართველი მწერლებსა და ილუსტრატორებს, ანა კორძაია-სამადაშვილს, დავით მაჭავარიანს (კაკადუ), ლია სტურუას, სალომე ბენიძეს, დინა ოგანოვასა და თეონა დოლენჯაშვილს ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში უნდა გაემართათ შეხვედრები.