ერთ-ერთი წყარო ვირუსის გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, აუცილებელია, ამის შემდეგ მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხოლმე ხელები.
გამყრელიძემ მოუწოდა ბანკებს მაქსიმალურად ეცადონ ანგარიშწორების ელექტრონული მეთოდი გამოიყენონ.
„მინდა მივმართო ბანკებს - მათ აქვთ შესაძლებლობები, ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ე.წ სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რათა ადამიანს, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან, ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემს "ქეშით" თანხას და ასევე მათთვის, ვინც იღებენ "ქეშით" თანხას“, - თქვა გამყრლიძემ.