საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქალაქეთა მისაღები.
ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს.
ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.