კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში. იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკო.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინელ ექიმებს 4 სავარაუდო შემთხვევა ჰქონდათ გამოვლენილი, რომელთაგან ერთ დაუდგინდა კორონავირუსი.
მისივე თქმით, კორონავისუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა.
დაინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.