კორონავირუსით გარდაიცვალა უხანის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი მეი ჟონგმინი. იუწყება BBC-ი Global Times-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, მეი ჟონგმინი ჩინელ ექიმ ლი ვენიანთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ.
ლი ვენიანი იყო ექიმი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ახალი ვირუსის საფრთხის შესახებ.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 90,932 ადამიანს მიაღწია.
მსოფლიოს 76 ქვეყნის მონაცემებით, გარდაცვლილია 3119 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 48,173 ადამიანი.