პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრას ოპოზიცია არ დაესწრება. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს წარსდგება.
"არ ვიცი ამჯერად მისი მოხსენება მორიგი ზიანის მომტანი იქნება თუ არა. ჩვენ ყველა ამას ვიხილავთ, თუმცა არ ვიქნებით დარბაზში. ზოგადად ამ პრობლემის გადაჭრა ანუ ძირი არის ივანიშვილში, გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება, როდესაც მას ივანიშვილის ზურგი არ ექნება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.