კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადაიტანა. ამის შესახებ განცხადება თეატრმა ფეისბუკზე გაავრცელა.
"ძვირფასო საზოგადოება, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია.
განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
ნაყიდი ბილეთებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სპექტაკლის გადატანილ თარიღზე.
ვისაც სურვილი აქვს მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინ ნაყიდი ბილეთებისას კი - www.tkt.ge", - ნათქვამია განცხადებაში.